სომხეთის რესპუბლიკის საგანგებოდ მოწვეულმა სრულუფლებიანმა ელჩმა, რუბენ სადოიანმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით შეტყობინება გაგზავნა.

“გულწრფელად ვულოცავ ყოველ ჩვენგანს ყველაზე ძვირფას დღესასწაულს – სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს. სამი ათეული წლის წინ სომეხმა ხალხმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა შეძლო.

სომხეთმა დამოუკიდებლობა სხვა მრავალ სირთულესთან ერთად რთულ ისტორიულ პერიოდში-არცახის ომში, სოციალურ-ეკონომიკურ და მორალურ-ფსიქოლოგიურ სიტუაციაში მოიპოვა და. ამის მიუხედავად, ჩვენმა ხალხმა, ჩვენი მამაცი სომხების სისხლისა და გმირობის ფასად, ყველა სირთულის გადალახვა ძლიერი, ურყევი ნებით შეძლო, რითაც სომეხი ხალხს ისტორიული უფლებევის აღდღენის, დამოუკიდებელი ცხოვრების რეალიზაციის შესაძლებლობა მისცა“, – ნათქვამია ელჩის შეტყობინებაში.

რუბენ სადოიანის თქმით ყოველმა სომეხმა დამოუკიდებლობის მოპოვების მაღალი ღირებულება და შენარჩუნების პასუხისმგებლობა კარგად გაიაზრა.

”თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ცოდნა და შესაძლებლობები ამ წმინდა საქმეში უნდა ჩადოს, რადგან მხოლოდ ამ გზით შევძლებთ დამოუკიდებლად განვსაზღვროთ ხალხის საუკეთესო მომავალი. სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს ამაყად და ყველაზე პოზიტიური ემოციებით ავღნიშნავთ, მაგრამ ეს წელი განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია იმით, რომ ეს სიამაყე შერეულია მწუხარებითა და აუხსნელად მძიმე გრძნობებით, ვინაიდან შარშან ჩვენ განვიცადეთ უზარმაზარი ზარალი აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ომის გამო, ჩვენმა სომეხმა ვაჟკაცებმა ყველაზე ძვირფასი რამ – სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დაცვას”, – ნათქვამია სადოიანის მისალოც შეტყობინებაში.