ახალქალაქში, თუმანიანის ქუჩაზე, 19-20 სექტემბრის ღამეს ელექტროენერგია გაითიშა. ქუჩის მცხოვრებლების უმრავლესობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა ელექტრონიკა გადაეწვა. Energo Pro Georgia-დან დაზარალებულებს სთხოვეს წარმომადგენელთან თავიანთი მონაცემები გაეგზავნათ, რათა კომპანიამ ზარალი შეაფასოს.

თუმანიანის ქუჩის მოსახლეობას ღამით, დაახლოებით 24.00-01.00 საათზე ელექტროენერგია გაეთიშა. ქუჩის განათება არაბუნებრივად გაიზარდა, რის შემდეგაც ნათურები აფეთქდა და ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაიწვა. რამდენიმე მცხოვრებელმა გაღვიძება მოასწრო და ტექნიკა გამორთო. უმეტესობას კი თითქმის ყველაფერი გადაეწვა.

“კომპიუტერის პროცესორი გამიფუჭდა – კვამლი გამოვიდა”, – ამბობს თუმანიანის ქუჩის ერთ -ერთი მცხოვრები.

“სარეცხი მანქანა, მოდემი, ტელევიზორი გადამეწვა”, – აღწერა მეორემ.

”ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, 2 ტიუბერი, დინამიკები, Baxi. ჩემი მეუღლე კომპანიაში მივიდა, თუმცა ონლაინ მუშაობენ. ქალის ნომერი მისცეს და გვითხრეს იქ გავაგზავნოთ ყველა მონაცემი”, – განმარტა იმ სახლის მკვიდრმა, სადაც დიდი რაოდენობით ტექნიკა დაზიანდა.

“ტელევიზორი და Baxi სალონში”, – ამბობს №1 სახლის მკვიდრი.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აბონენტებმა, რომლებიც გუშინდელი გადაუდებელი შემთხვევისას დაზარალდნენ, აბონენტის კოდი, აბონენტის პირადობის მოწმობა და გაფუჭებული მოწყობილობების სია კომპანიის ნომერზე უნდა გამოაგზავნონ. განაცხადის შევსების შემდეგ კომისია შესამოწმებლად სახლებში ესტუმრება და კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ დროისთვის ზარალის მაშტაბი და კომპენსაციის კანდიდატები უცნობია, მიმდინარეობს შეფასება.

თქვენი მონაცემები გააგზავნეთ  Viber-ზე : + 995-577-355-107.