ლუდვიგ ფოლადიანი არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის მორიგი მკვიდრი, რომელიც არაჩვეულებრივ ქანდაკებებს ძერწავს. ის ფულს შოულობს მიწათმოქმედებიდან, რათა უზრუნველყოს თავისი ხელოვნების ხარჯები, მაგრამ მას არ შეუძლია აისრულოს ყველა თავისი იდეა სახსრების სიმცირის გამო.
ახალქალაქის რაიონის ერთ -ერთ ფერწერულ სოფელში, ყველაზე ჩვეულებრივ სახლში, ცხოვრობს ადამიანი, რომლის ქმნილებემაც არ შეიძლება სიამოვნება არ გამოიწვიოს.
ლუდვიგ ფოლადიანმა დაამთავრა ერევნის თერლემეზიანის სახ. ხელოვნების სახელმწიფო კოლეჯის ფერწერის ფაკულტეტი. თუმცა, სკოლის დამთავრებისთანავე მან შეცვალა პროფესია და დაიწყო ქანდაკებით დაკავება. მისი თქმით, ხატვა საკმაოდ ძვირი ჯდება – საღებავები, ტილოები, ინსტრუმენტები – სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ლუდვიგს არ ჰქონია ასეთი შესაძლებლობა.
“მე დავდიოდი სხვადასხვა მუზეუმში, გამოფენებზე და ამან დატოვა კვალი ჩემზე. გადავწყვიტე ვცადო, დავინტერესდი შევძლვებდი თუ არა ქანდაკებით დაკავებას და გამომივიდა. ასე, ყურადღება გავამახვილე ამ სფეროს და დავიწყე ამ ნამუშევრების შექმნა”, – ყვება ლუდვიგი.
ის აღიარებს, რომ მისთვის მთავარი მოტივაცია არის წარმატება წინა სამუშაოში. როდესაც მას კარგად გამოსდის, მას სურს უფრო და უფრო მეტი მუშაობა. ხოლო შთაგონება მას ღამით მოსდის.
”მე მიყვარს ღამით წოლა და ფიქრი იმაზე, თუ რას გავკეთებ სკულპტურას, ასე უფრო კარგად გამომდის ფიქრი”.
ლუდვიგის სიამაყის საგანი- არის ეიფელის კოშკი, რომელიც დამზადებულია ტუფისგან. კოშკის დამზადებას ხელოსანს 3 წელი დასჭირდა. ხოლო ლუდვიგის პირველი ნაშრომი – წმინდა ჰრიფსიმეს ტაძრის ქვის ასლი, შემდეგ ზვარტნოცის ტაძარი.
ლუდვიგ ფოლადიანი ძერწავს დელიკატურ ნიმუშებს უხეშ ქვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ლუდვიგისთვის ქანდაკება საყვარელი საქმეა, თუმცა არა უმთავრესი – გარდა ამისა, ის ასწავლიდა სკოლაში 46 წლის განმავლობაში, ასწავლიდა ხელოვნებას, შრომას სხვადასხვა პერიოდში, მუშაობდა სხვადასხვა სოფელში. ლუდვიგი ბოლო დროს გავიდა პენსიაზე, ისარგებლა მთავრობის 2019 წლის პროგრამით, რომელიც ხანდაზმულ მასწავლებლებს უფლებას აძლევდა პენსიაზე გასულიყვნენ 2 წლიანი ხელფასით.
გარდა ამისა, მოქანდაკეს უწევს სოფლის მეურნეობით და სხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოებით დაკავება, რათა ჰქონდეს საარსებო წყარო, შეინარჩუნოს ოჯახი და დაკავდეს თავისი საყვარელი ხელობით.
“ქანდაკება არ არის ჩემი შემოსავლის წყარო. მე იშვიათად ვიღებ შეკვეთებს ქანდაკებებზე, ძირითადად ვმუშაობ ჩემთვის”, – აღნიშნავს ის. ლუდვიგი არ იღებს მოსწავლეებსაც, რადგან, მისი თქმით, მას არ აქვს ამდენი მოთმინება და სურვილი, ეს საკმაოდ ნერვული საქმიანობაა. ის აღიარებს, რომ ქანდაკების შექმნის პროცესი ძალიან ნერვიულია, უფრო მეტად ვიდრე ფერწერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც ტყდება და ხელახლა უნდა გაკეთდეს.
ლუდვიგი გეგმავს მუშაობას მანამ, სანამ ძალა იქნება. მას სურს განავითაროს თავისი ხელობა, გააკეთოს უფრო და უფრო საინტერესო, რთული საქმეები, მაგრამ ამისათვის მას სჭირდება ფინანსები, რაც მას არ გააჩნია.
”მე მინდოდა 4 ქართული ეკლესიის ქვის მოდელის გაკეთება განათლების სამინისტროს მოპირდაპირედ მოთავსებისთვის, მივმართე სამინისტროს, მინდოდა გამოეყოთ თანხები, მაგრამ მათ უარი მითხრეს. მე მჭირდებოდა დაახლოებით 30 000 ლარი. ზოგადად, ფინანსური საკითხის გამო მიწევს ნაბიჯის უკან გადადგმა”.
“როდესაც ის ზოგჯერ გაბრაზებულია, ნერვიულობს, მე ვდარდობ, ვეუბნები, ცოდო ხარ, ამდენ მტვერს ისუნთქავს. ჩვენ გვყავს სამი შვილი, ვაჟი რუსეთში, უფროსი ქალიშვილი დაქორწინებულია, უმცროსი ჩვენთანაა. როდესაც ის ზის და მუშაობს, ჩვენ მას მთელი დღე ვერ ვხედავთ”, – აღიარებს ლუდვიგის ცოლი.
საინტერესოა, რომ ლუდვიგს ყველაზე მეტად უყვარს ქვაჯვარების დამზადება, მაგრამ შთააგონებას ქართულ კულტურაში ხედავს.
“მე მომწონს ქართული კულტურა უფრო მეტად ვიდრე სომხური. მინდა გამოვძერწო საქართველოს დროშა, თამარ მეფე, ჭავჭავაძე. მე მიყვარს ჩვენი ბუნება, წყალი, მიწა და ჰაერი.”