დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ გააკეთა განცხადება, რომელიც ადანაშაულებს ხელისუფლებას თავიანთი პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატებზე ზეწოლის განხორციელებაში, რის გამოც, განცხადების თანახმად, კანდიდატები ხსნიან კანდიდატურას. აღნიშნულ კანდიდატებს შორის არიან ახალქალაქისა და ნინოწმინდის კანდიდატები.
პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიიდან კანდიდატი ვარდან ჩოლახიანი, რომელიც სიაში მე–3 ნომერი იყო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოვანეს ჰოვსეფიანი, რომლის ნათესავები მუშაობენ სკოლაში, ასევე ნინოწმინდაში შტაბის უფროსი გევორგ ბაბერციანი, რომელმაც შეატყობინა ზეწოლის შესახებ. ზეწოლის შესახებ ასევე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ახალქალაქიდან შეატყობინეს ვრეჟ კაზარიანისა და ლორა ეზოიანის კანდიდატებთან მიართებაში ზეწოლის შესახებ.
Jnews-ი დაუკავშირდა ბრიფინგის დროს ჩამოთვლილ ზოგიერთ პირს ტელეფონით. არცერთი მათგანი არ იყო პარტიის განცხადების შესახებ ინფორმირებული.
ვარდან ჩოლახიანმა, რომელიც მეზვრიშვილის თქმით, ახალქალაქში პარტიულ სიებში მესამე იყო, თქვა, რომ მან დააყენა თავისი კანდიდატურა, რომ ის საერთოდ არ იყო პოლიტიკაში ჩართული, ხოლო ის, რომ უკავშირდებოდა “საქართველოსთვის” პარტიას მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიის წარმომადგენლები მისი მეგობრები არიან. რაც შეეხება ზეწოლას, მან აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა ვერ განხორციელდება.
გევორგ ბაბერციანმა თქვა, რომ მას არ მოუხსნია თავისი კანდიდატურა, მაგრამ ამავე დროს არ უპასუხა სხვა კითხვებს და თქვა, რომ ის ჯერ არ არის მზად ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მისაცემად.
Jnews-ი დაუკავშირდა ახალქალაქის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, აშოტ ხანოიანს. სატელეფონო საუბარში მან თქვა, რომ კანდიდატებმა მას არ აცნობეს ზეწოლის შესახებ, რომ მათ უბრალოდ არ სურდათ არჩევნებში მონაწილეობა.
”ადამიანებმა, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, მოხსნეს კანდიდატურა, მაგრამ მათ არ უთქვამთ რაიმე ზეწოლის შესახებ. რაც შეეხება ვარდან ჩოლახიანს, მან ჯერ წარადგინა კანდიდატურა, შემდეგ მოხსნა”, – ამბობს აშოტ ხანოიანი.
Jnews-ი ამ თემას უფრო დაწვრილებით მიმართავს, რათა გაიგოს, რატომ არ ემთხვევა პარტია “საქართველოსთვის” განცხადება და კონკრეტული ადამიანების პასუხები.