ჯავახეთის სოფლებში ბევრი საინტერესო და გასაოცარი ადგილია, ერთ-ერთი მათგანია “ჟამი აღბიური” (ტაძრის წყარო) სოფელ ორჯაში. ადგილობრივები ამბობენ რომ, წყაროს აქვს თვალების სამკურნალო თვისებები.

“ჟამი აღბიური” მდებარეობს სოფლისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, გარშემორტყმული სოფლის მოსახლეობის მცირე ნაკვეთებით. წყაროს თავისებურება ისაა, რომ მისგან გამომავალ წყალს აქვს თვალების სამკურნალო თვისებები და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის ნაკურთხია. არ არსებობს მისი თვისებების დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევა – არა, არ არსებობს ანალიზი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სოფლის მოსახლეობას დაიჯერონ წყაროს ძალა.

IMG_8526

წყალი მიწის ქვემოდან მოედინება, ქვების გავლით, აქვს არხი, მოედინება კლდეებიდან. მაგრამ ორჟას ერთ – ერთმა მკვიდრმა ვარაზდატ მაკოიანმა დაამონტაჟა პატარა მილი, რომელიც ემსახურება წყაროს, რომელიც მიედინება და ერწყმის წყალს სხვადასხვა წყაროებიდან.

ანჟელა მაკოიანის თქმით, მან წყაროს შესახებ შეიტყო სოფლის უხუცესებისგან და იხსენებს ინციდენტს, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა.

”ერთხელ სოფელ აგანიდან ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც თვალის დაავადება ჰქონდა, მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გაიგო წყაროს შესახებ და სურდა წყლის დალევა. სხვადასხვა ექიმების მრავალწლიანი მკურნალობა უშედეგო იყო. მე მას უარი არ ვუთხარი და ვაჩვენე წყარო, ხოლო გოგონამ პირობა დადო, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, გააკეთებდა სამთოს და დამპატიჟებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის დაბრუნდა, მისი პრობლემა უკან იხევდა და როდესაც ისევ დაბრუნდა, აშკარად ჩანდა, რომ ის განიკურნა”, – იხსენებს ის.

IMG_8872

დაპირების თანახმად გოგონამ სამხთო გააკეთა სოფლის ეკლესიაში, აიღო წყალი და წავიდა. ამ ინციდენტის შემდეგ, ანჟელა მაკოიანს არ უნახავს ეს გოგონა, წლების შემდეგ მან გაარკვია, რომ გოგონა დაქორწინდა და გადავიდა რუსეთის ფედერაციაში.

ეს ამბავი წყლის წარმოუდგენელი თვისებების მტკიცებულებაა. უბრალო დამთხვევაა თუ სიაშკარავე, ძნელი სათქმელია, მაგრამ დღემდე სოფლის მოსახლეობას ღრმად სწამს წყლის ძალა, რომელიც მიედინება იმ ადგილიდან და ეს ისტორიები თაობიდან თაობას გადაეცემა.

სოფლის მკვიდრი როზა ალმასიანი ირწმუნება, რომ წყაროდან წყალი სამკურნალოდ უნდა იქნას მიღებული მხოლოდ მაშინ, როდესაც მზის სხივები ჯერ არ მოხვედრია წყალს, ანუ გამთენიისას ან მზის ჩასვლის შემდეგ საღამოს. ის დარწმუნებულია, რომ ეს არის სამკურნალო წყლის საიდუმლო.

IMG_8874

სოფელ ორჯას სულიერი მოძღვარი ტერ თადევოს მკრტჩიანი ამბობს: ”ხდება, რომ ადამიანები მოდიან რწმენით, იკურნებიან, ზოგჯერ ეს ხდება წყლის ქიმიური შემადგენლობის გამო, მაგრამ უნდა აღვნიშნო, ხდება ისე რომ ურწმუნოები განიკურნენ, შემდეგ რწმენის მიყვებიან.

ლიდა ალმასიან