ქალაქ ახალქალაქიდან განმცხადებელთა უმეტესობა ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტებში, შემდეგ სომხეთში, ხოლო მესამე რუსეთში. გერმანია და ჩინეთი ასევე არიან იმ ქვეყნების სიაში, სადაც ახალქალაქელი ახალგაზრდები სწავლობენ. Jnews-ი გთავაზობთ ქალაქ ახალქალაქის ხუთი სკოლის კურსდამთავრებულთა და აბიტურიენტების სტატისტიკას.
№1 საჯარო სკოლაში (თუმანიანის სახ.) 33 კურსდამთავრებულია. 8 სტუდენტი ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტში, მათგან 4 -მა მიიღო გრანტი, 2 სტუდენტი ჩაირიცხა რუსეთში და 6 – სომხეთში.
№2 საჯარო სკოლაში (მაიაკოვსკის სახ.) მხოლოდ 25 კურსდამთავრებულია. აქედან 2 დარჩა საქართველოს უნივერსიტეტებში გრანტების გარეშე, 10 – სომხეთის უნივერსიტეტებში, ძირითადად რუსულ -სომხურ უნივერსიტეტში, 1 – ჩინეთში, 1 – რუსეთში.
№3 საჯარო სკოლაში (ჭავჭავაძის სახ.) მხოლოდ 14 კურსდამთავრებულია, აქედან 9 საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩააბარა.
№4 საჯარო სკოლაში (დემირჩიანის სახ.) მხოლოდ 43 კურსდამთავრებულია. აქედან 18 ჩააბარა საქართველოს უნივერსიტეტებში, 10 – სომხეთის უნივერსიტეტში, 1 სტუდენტმა ჩააბარა რუსეთში და 1 – გერმანიაში.
№5 საჯარო სკოლას (ყოფილი პანსიონი) წელს 11 კურსდამთავრებული ჰყავდა. 7 სტუდენტი ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტებში, მათგან 2 -მა მიიღო გრანტი, 1 კურსდამთავრებული ჩაირიცხა სომხეთის უნივერსიტეტში.
ამრიგად, 2021 წელს ახალქალაქში 126 სკოლის მოსწავლემ დაამთავრა. მათი უმეტესობა დარჩა საქართველოში – 45 აბიტურიენტი, 27 აბიტურიენტიმა ჩააბარა სომხეთში, 4 აბიტურიენტი სწავლა უნდა გააგრძელოს რუსეთში, 1 გერმანიაში და 1 ჩინეთში.