2 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში საშუალო ასაკის მამაკაცი საკუთარი სახლის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ იტყობინება რადიო ნორი . სოფლის მცხოვრების თქმით, ა.ბ. დაახლოებით 50 წლის იყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.