ახალქალაქი-ახალციხის გზის სარემონტო სამუშაოები გასული წლიდან მიმდინარეობს. გზის დიდი ნაწილი უკვე მოასფალტებულია, მაგრამ გზის ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. სამუშაოები დასრულდება ოქტომბერში.
«საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1» კომპანიის წარმომადგნელის შოთა აბულაძის თქმით, სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.
”ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს, არის ადგილები, სადაც უფრო ღრმა სამუშაოებია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ახლოს ვართ დასასრულთან,”-ამბობს ის.
Jnews-ი შეეცადა ახალქალაქის მერის იურიკ უნანიანისგან გაერკვია, ნამდვილად იქნება თუ არა ასფალტირებული ჯავახეთის ქუჩა.
„ქუჩა ასფალტირებული იქნება, მაგრამ ამ ქუჩაზე არის კანალიზაციის პრობლემა, სანამ კანალიზაციას არ შევაკეთებთ, ასფალტირება არ იქნება. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ კანალიზაციის მშენებლობის ტენდერი. კომპანია, რომელიც დაკავებულია ასფალტის საფარით, გააგრძელებს ჯავახეთის ქუჩის მოპირკეთებას ეგრეთწოდებულ «ვსტრეჩას» მონაკვეთამდე.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 6 638 460 ლარის ოდენობით ახალციხე-ახალქალაქის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე («კორხის წყალი» ხიდიდან ახალქალაქამდე). ტენდერი მოიგო კომპანია „საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1“-მა 5 744 000.00 ლარის ოდენობით.