საქართველოში კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 053 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.
ამასთან, როგორც მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა აღნიშნული, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 100 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 737, „პისიარ“ ტესტით – 18 363.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,42%, ბოლო 14 დღის – 10,61%, ბოლო 7 დღის – 10,23%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 540 449 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 476 555 გამოჯანმრთელდა, 7 175 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 122 209 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 734.
კარანტინის რეჟიმშია 112, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 128 პირი.
გუშინ, 27 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 031 შემთხვევა გამოვლინდა, 4 585 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 73 კი გარდაიცვალა.