2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში პარტია “საქართველოსთვის” მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ეყოლება. რეგიონის კოორდინატორის, ლევან თათოშვილის თქმით, პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სამცხე–ჯავახეთში აგვისტოს ბოლომდე ჩამოვა და კანდიდატებს მოსახლეობას წარუდგენს.

„მიუხედავად დაშინებისა და ზეწოლისა, სამცხე– ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გვეყოლება კანდიდატები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ამ დღეებში გავხსნით ოფისებს, გიორგი გახარია თავად ჩამოვა და კანდიდატებს წარადგენს“, – გვითხრა თათოშვილმა.