სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით მკურნალობას 5805 ადამიანი გადის.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 233 797 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4678 ადამიანი.