საქართველოს ომბუდსმენის ოფიციალური ვებ–გვერდიდან ინფორმაციის მიღება სომხურ ენაზეა შესაძლებელი. საიტი ხელმისაწვდომი ოთხ ენაზეა. საიტზე შეგიძლიათ იხილოთ სიახლეები, ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატის შესახებ, კანონმდებლობა, ომბუდსმენის ანგარიშები, თუმცა სომხურ ენაზე სხვადასხვა პუბლიკაციები ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.

ომბუდსმენის ოფიციალურ ვებგვერდზე  ombudsman.ge  ეროვნული უმცირესობების ენებზე –  სომხურად და აზერბაიჯანულად უკვე ხელმისაწვდომია. ცვლილებები ბოლო პერიოდში განხორციელდა. როგორც Jnews–ს საქართველოს ომბუდსმენის Facebook–ის ოფიციალური გვერდიდან აცნობეს, სრულფასოვან რეჟიმში მუშაობისთვის გვერდი ჯერ კიდევ ყალიბდება.

საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირასაც მუშაობს. ნებისმიერ პირს შეუძლია ნომერზე დარეკოს და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ აცნობოს.