საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, 56% საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მოიაზრებს, 32% პასუხობს, რომ ასეთი ქვეყანა უკრაინა, რუსეთს ასახელებს 11%, თურქეთს – 10%, სომხეთს – 5%, ჩინეთს – 4%, ირანს – 1%, არც ერთ ქვეყანას – 3%, შეკითხვას არ პასუხობს ან უარს ამბობს პასუხზე 4%.
შეკითხვაზე, რომელი ქვეყნები წარმოდგენენ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, 79% პასუხობს, რომ რუსეთია ქვეყნისთვის საფრთხე.
ამასთან, შეკითხვაზე, რომელი ქვეყნები არიან საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები, 44% ამბობს, რომ ევროკავშირი; იგივე პროცენტული მაჩვენებელი – 44% აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
შეკითხვაზე – უჭერთ თუ არა მხარს რუსეთთან სამომავლო დიალოგს, 56% სრულად უჭერს მხარს, ნაწილობრივ მხარს უჭერს 22%, ნაწილობრივ წინააღმდეგია 9%, კატეგორიულად წინააღმდეგია 11%, პასუხი არ აქვს 3%-ს.
კიდევ ერთი შეკითხვა იყო – როგორ შეაფასებთ არსებული ხელისუფლების მცდელობას, დაალაგოს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან – ჯამურად, გამოკითხულთა 23% მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას დადებითად აფასებს, (2% ძალიან დადებითად, 21% ნაწილობრივ დადებითად) კატეგორიულად მიუღებელია ეს მცდელობები ჯამურად გამოკითხულთა 70%-თვის. (ნაწილობრივ უარყოფითად – 28%, კატეგორიულად უარყოფითად – 42%), არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%-ია.
შეკითხვაზე, თქვენი აზრით, რა უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, 32% ფიქრობს, რომ მხოლოდ პროევროპული და დასავლური; 52% პასუხობს, რომ პროდასავლური, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით; 6% – პრორუსული, მაგრამ ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით; 3% – მხოლოდ პრორუსული; 8% ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს ან შეკითხვას არ პასუხობს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.