რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სატრანზიტო სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.