14 აპრილს ახალქალაქის მერიაში გერმანიის შრომის ბაზარზე დროებითი იურიდიული სამუშაოს მიღების მსურველთა წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სამინისტრის შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სამცხე-ჯავახეთიდან 20 კაციანი ჯგუფი 15 მაისამდე გაემგზავრება გერმანიაში.

შეხვედრაზე მოსახლეობას გერმანიაში სამუშაო პირობები გააცნეს. დღეისათვის სამცხე ჯავახეთიდან 4000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, რომელთაგან 1000 შეირჩა შევსებული კითხვარების საფუძველზე. გერმანელმა დამსაქმებელმა ამ 1000 განაცხადიდან შემთხვევით უნდა აირჩიოს 20 კანდიდატი. სამუშაოები დაიწყება 2021 წლის 15 მაისს და დასრულდება 15 აგვისტოსთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, სამგზავრო ხარჯები, ქირა – თვეში 200 ევრო, კვების ხარჯები – 5,8 ევრო დღეში, უნდა გადაიხადოს სამუშაოდ წასულმა პირმა, ხოლო არასამუშაო დღეები არ არის ანაზღაურებადი. ამ ფაქტმა მრავალი კითხვა და უკმაყოფილება გამოიწვია დამსწრეთა შორის.

”მე არ მომეწონა პირობები. ხარჯები ბევრია, თუ მგზავრობის ხარჯებს, გადასახადის 5%-ს და საკვების ხარჯებს დავამატებთ, მე მოგებას ვერ მივიღებ, თუ დამქირავებელი ამ ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს, მე ნამდვილად წავიდოდი”, – თქვა სვეტა აროიანმა.

უსაქმურზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ თუკი გავიგებ, რა იქნება ჩემი საბოლოო შემოსავალი და ღირს თუ არა წასვლა, მაშინ წავალ”, – თქვა ლალი გოხაძემ.

აღსანიშნავია, რომ სეზონური სამუშაოების დროებითი პროგრამა ხორციელდება საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. შესაძლოა, მიიღოთ სეზონური სამუშაო სოფლის მეურნეობის სფეროში. სამუშაოების ხანგრძლივობაა ერთიდან სამ თვემდე, სამუშაო გრაფიკი კვირაში ხუთიდან ექვს დღემდე, დღეში – რვიდან ათი საათი. მინიმალური ანაზღაურება არის 9,50 ევრო საათში (გადარიცხვა), გადასახადების, საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯების გარეშე.