გერმანიაში დასაქმების მსურველთა შესარჩევი ეტაპი დაიწყო, აპრილის დასაწყისში სეზონურ სამუშაოზე დასასაქმებლად პირველი 50 ადამიანი გაემგზავრება. ამ დროისთვის 25 ვაკანსიაზე 80 აპლიკანტია შერჩეული, რომელთა მონაცემების უკვე გადაგზავნილია გერმანულ მხარესთან. მათ დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი მიიღებს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ სამსახურში გერმანიიდან 300 ვაკანსიაა შესული, შერჩეული კანდიდატები მაისი–ივნისის პერიოდში დასაქმდებიან.

როგორ მოხდება კანდიდატების შერჩევა გერმანიაში დასასაქმებლად

გერმანიაში დასაქმების მსურველი 90 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. სააგენტოს თქმით, იმისათვის, რომ ვაკანსიებზე დასაქმებულთა გადანაწილება სამართლიანი იყოს, ისინი შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევენ:

საქართველოს ყველა რეგიონიდან თანაბარი რაოდენობის პირი დასაქმდებადაინტერესებული პირები დაიყოფიან ასაკობრივ კატეგორიებადჯგუფები სქესობრივი ნიშნით დაბალანსებული იქნებაგათვალისწინებული იქნება უცხო ენების, გერმანულის და ინგლისურის ცოდნაშემოწმდება პირის მიერ შენგენის ზონაში ყოფნის ისტორია

ამ კრიტერიუმებით ამორჩეულ მოქალაქეებს, სააგენტო შემთხვევითობის პრინციპით დაიბარებს ინდივიდუალურ გასაუბრებაზე, სადაც დაინტერესებულ პირებს გააცნობენ სამუშაო პირობებს, ხარჯებს დაანაზღაურების რაოდენობას. პირის მიერ თანხმობის შემთხვევაში მოხდება ორი დოკუმენტის შევსება– განაცხადის ფორმა კონკრეტულ ვაკანსიაზე და სოციალური დაზღვევის ფორმა. აღნიშნული ფორმები წარმოადგენს გერმანული მხარის მიერ მოწოდებული და მათი შევსება სავალდებულოა. სოციალური დაზღვევის ფორმის საფუძველზე მოხდება გარკვევა, დაექვემდებარება თუ არა დასაქმებული გერმანიაში არსებულ სოციალური დაზღვევის გადასახადს, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებისთვის სავალდებულოა.

როგორ მოხდება გერმანიაში გამგზავრება

ვაკანსიებზე შერჩეული კანდიდატებს, რომელთაც გერმანიის მხარის მიერ ჩამოუვათ დასტური დასაქმების თაობაზე, გამოეგზავნებათ სამუშაო ნებართვები და სამუშაო ხელშეკრულებები. გამგზავრებამდე დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ჩაუტარებს დასაქმებულებს წინასაორიენტაციო ტრენინგს და გადასცემს ზემოაღნიშნულ საბუთებს. აღნიშნული დოკუმენტაციის მიღების შემდეგ დასაქმებული პირებს შეუძლიათ გასამგზავრებლად სამგზავრო ბილეთების შეძენა, რაზეც სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო აცხადებს, რომ ისინი მაქსიმალურად დაეხმარებიან დასაქმებულებს, რომ ერთად, ჯგუფურად მოახდინონ ბილეთების შეძენა.

გერმანიაში გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე გამგზავრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ გერმანიის ფედერაციის სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციაა ქვეყანაში შესვლის მსურველ პირთა აღრიცხვისათვის. აღნიშნულ ვებგვერდზე გამგზავრების მსურველმა მოქალაქეებმა, ფრენამდე უნდა ატვირთონ 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტი, სადაც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიეცემათ უფლება გერმანიაში გამგზავრების.

როგორ უნდა მოიქცეთ თუკი დასაქმების პირველ ეტაპზე ვერ მოხვდით შერჩეულთა სიაში

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ დასაქმების პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატთა სიაში, არ სჭირდებათ განაცხადის ხელმეორედ შევსება სააგენტოს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ( https://workabroad.moh.gov.gehttps://workabroad.moh.gov.ge/ ). უწყების განცხადებით, იმ პირების ინფორმაცია, რომლებიც ზემოაღნიშნულ ვებგვერდზე უკვე დარეგისტრირდნენ, ინახება და არ საჭიროებს ხელმეორედ რეგისტრაციას.

თუკი აპლიკანტმა ვებგვერდზე რეგისტრაციისას მიუთითა მცდარი ინფორმაცია და სურს მისი განახლება, ამ შემტხვევაში მან უნდა მიმართოს დასაქმების სააგენტოს განცხადებით სასურველი ინფორმაციის დამატების ან განახლების თხოვნით.

სააგენტოს თქმით, მოქალაქეები ვალდებული არიან სწორი ინფორმაცია მიუთითონ სააპლიკაციო ფორმის შევსებისას, რადგან როგორც ქართულ, ისე გერმანულ მხარეს აქვს ყველა სახის მექანიზმი, რათა მოხდეს ინფორმაციის სისწორის გადამოწმება. არასწორი ან ცრუ ინფორმაცია ავტომატურად გამოიწვევს კანდიდატთა შესარჩევი კონკურსიდან მოხსნას.

მოგეხსნებათ თუ არა სოციალური დახმარება გერმანიაში დასაქმებისას

სააგენტო განმარტავს, რომ გერმანიაში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც დღემდე ერიცხებოდათ სოციალური დახმარება, მათი გერმანიაში დასაქმების პროგრამით გამგზავრება არ გამოიწვევს აღნიშნული დახმარების შეწყვეტას. ასევე არ მოხდება საქართველოს მოქალაქეების ორმაგი დაბეგვრა (გერმანიაში 5%–ით და საქართველოშიც 5%–ით).

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის, ნინო ველთაური პოტენციურ დასაქმებულებს მოუწოდებს, რომ არ სცადონ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და ქვეყანაში 3 თვეზე მეტი ხნით დარჩენა, რადგან ეს გამოიწვევს მათი ქვეყნიდან დეპორტირებას და შესაბამისი ჯარიმის დაწესებას.

შეგახსენებთ, რომ სეზონურ სამუშოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს და საქმის ხანგრძლივობა 1–დან 3 თვემდეა. სამუშო დრო 5–6 დღეს შეადგენს. სამუშაო საათები დღეში 8–10 საათი იქნება. მინიმალური ხელფასი კი 9,50 ევრო საათში, რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლო გადასახადი კვებისა და საცხოვრებელი ხარჯთან ერთად.

სააგენტოს განცხადებით, ისინი კიდევ ელიან დამატებით ვაკანსიებს , რაზეც საქართველოს მოქალაქეები მომავალშიც დასაქმდებიან.