დღეს, 6 თებერვალს, საქართველო -თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი, თურქული სახელმწიფო სანომრე ნიშნებით სატვირთო  ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანთან მოხდა.

ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.