სინოპტიკისების პროგნიზირებით 18-19 თებერვალს, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაიწყება ტემპერატურის მატება.

ამასთანავე, დღეს ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყინვებია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატირა 9 გრადუსამდე ჩავა. მაღალმთიან რაიონებში და მაღალმთიანეთში ჰაერის უფრო დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  17 თებერვალს დედაქალაქში შესაძლოა აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი .

«17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +8; +13 გრადუსი ცელსიუმი იქნება. რაც შეეხება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, აქ ადგილებში მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერეტურა ბარში +2; +7 გრადუსი იქნება. დედაქალაქში აევე უმნიშვნელო ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.

18 თებერვლიდან უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს. 19 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად აიწევს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში», – გვაცნობეს სააგენტოში.