დღეს, 28 ოქტომბერს, ახალქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გეორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მთელს რეგიონში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: ახალქალაქი – 15, ახალციხე – 15, ადიგენი – 1, ასპინძა – 3, და ნინოწმინდა – 4.

ამ დროისთვის, მთელს რეგიონში 1,042 ადამიანი იმყოფება იზოლაციაში: 514 ახალციხეში, 98 ბორჯომში, 72 ადიგენში, 100 ასპინძაში, 175 ახალქალაქში და 83 ნინოწმინდაში.