დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით  ინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 2 241-ით გაიზარდა, ჯამში – 82651.

ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად, 28 ოქტომბრის 11:00 საათისთვის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 694-ით გაიზარდა და ახლა 52 508 შეადგინა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში სომხეთში COVID-19– ით, კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. ამრიგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19– ით გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 1243 – მდე გაიზარდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის დროს COVID-19-ით ინფიცირებული 352 პაციენტი გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო.

ამ დროისთვის სომხეთში, კორონავირუსზე მკურნალობა 28 548 ადამიანს ჩაუტარდა, ხოლო ტესტირება 387 633-მა გაიარა (დღეში 4 695).