ღამით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება შედარებით სტაბილური და დაძაბული იყო. ამის შესახებ, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იტყობინება.

“საღამოს, მოწინააღმდეგემ გააგრძელა სროლები მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების, კერძოდ, მარტუნის და ასკერანის რაიონის ქვერაიონის ზედა სოფლების მიმართულებით.

ამჟამად ფრონტის ხაზის ზოგიერთი მიმართულებით ლოკალური დანიშნულების ბრძოლა მიმდინარეობს. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფების განადგურებას განაგრძობენ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც 27 ოქტომბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, არცრუნ ჰოვანისიანი აცხადებდა, ყარაბახის სოფლების მიმართულებით დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა გრძელდება.

მისი თქმით, როგორც წესი, მსუბუქად შეიარაღებული პატარა დაჯგუფებები მონაწილეობენ. “ჩვენი ქვედანაყოფების დარტყმების შემდეგ უკან იხევენ, ტყეებისა და მთების გავლით სხვა მიმართულებების განვითარებას ცდილობენ. ამ მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები მცირე დაძაბულობით 24-საათიან რეჟიმში გრძელდება”, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ჰოვანესიანის თქმით, დაბლობების შემდეგ “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, რომლებსაც საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების ბანდიტები და სხვები შეუერთდნენ”, ცდილობენ გამაგრდნენ მთიან დასახლებაში, სადაც ადვილად ვერ შეაღწევენ, მიმდინარეობს მეტად მძიმე ტაქტიკური ბრძოლა.

“როგორც გუშინ ვთქვი, აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების წინსვლა სამხრეთის მიმართულებით ამჟამად ასე გამოიყურება: მდინარე ვოროტანთან ახლოს სამხედრო ფრონტი გაგრძელდა. დღეს მათ ასევე შეტევა სცადეს ბერდზორის მიმართულებით, ასევე სურთ სომხეთის რესპუბლიკის საზღვარს სამხრეთიდან მიუახლოვდნენ, თუმცა მათი მცდელობა აღვკვეთეთ არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე თქვა ჰოვანისიანმა და დასძინა, რომ საომარი მოქმედებების ხასიათი ცოტათი შეიცვალა.