სამცხე-ჯავახეთში დღესდღეობით კორონავირუსით დაავადების 22 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 2 ახალქალაქშია.

ამ 22 შემთხვევიდან 1 შემთხვევა დაფიქსირებულია ადიღენში, 2 ასპინძაში, 2 ახალქალაქში, 2 ნინოწმინდაში, 2 ბორჯომში, და ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ახალციხეში- 13 ადამიანი.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლირებულია 1061 ადამიანი. მათგან 142 ადიგენში, 80 ასპინძაში, 160 ახალქალაქში და 39 ნინოწმინდაში. ახალციხეში 534 ადამიანია თვითიზოლაციაში.