უკვე ორი დღეა სხვადასხვა აზერბაიჯანული და ქართული მედია საშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი მთიან ყარაბაღში, საბრძოლო ქმედებების შედეგად იყო მოკლული.

ზოგიერთი აზერბაიჯანული მედია საშუალება დროდადრო ცდილობს ჯავახეთის სომხები სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში გარიოს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ხშირად ამ გადაუმოწმებელ და დაუმტკიცებელ ჭორებს ქართული მედია საშუალებებიც იტაცებენ, იმ პირობებში, როდესაც საქართველო მებრძოლ ქვეყნებს შორის ნეიტრალიტეტს იცავს.

ქართული მედია საშუალებები გვაცნობენ, რომ ჯავახეთიდან ვაჰაგნ ჩახალიანი და მისი დაქირავებული მეგობრები ყარაბაღში მოკლეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც კი ყარაბაღში ომი დაიწყო, ჯავახეთის სომხები მოხალისედ ჩაწერას და ფრონტზე წასვლას განაგრძობენ.

რამდენიმე წუთის წინ ვაჰაგნ ჩახალიანმა ეს ინფორმაცია უარყო.

“მოვედი გითხრათ, რომ გუშინ აზერბაიჯანული და ქართული მედია საშუალებების მიერ (ანუ სააკაშვილი-ალიევი) გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

P.S. ილიუშ, ჰეი ილიუშ, საქართველოში და სომხეთში მოქმედმა შენმა დაზვერვამ და აგენტების ქსელმა კვლავ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდა, თქვენი იდიოტები შეცდომაში შეიყვანა. როგორც ხედავთ, მე ცოცხალი და ჯანმრთელად ვარ, როგორც კლასიკოსი იტყოდა, მე უფრო მეტად ის მაღელვებს, თქვენს დაკრძალვაზე რა ფერის კოსტუმს ჩავიცვამ- შენსასა და მიშიკოს…

P.S.S. რაც შეეხება იმათ, ვინც აზერბაიჯანსა და საქართველოში გაახარა და აღაფრთოვანა ამ სიახლემ- ყველაფერი ნათელი იყო. რაც შეეხება სომხეთის იმ წრეებს, რომლებსაც გაუხარდათ და აღფრთოვანდნენ, თქვენ ომის დასრულების შემდეგ დაგელაპარაკებით”,- საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა ვაჰაგნ ჩახალიანმა.

ჩახალიანი მოხალისეთა შემადგენლობაში მოწინავედ, ომის მეორე დღეს, 28 სექტემბერს წავიდა.