Armenian      Russian

ჯავახეთის ყველა სოფელში, ყველა ეკლესიაში, ძირითადად კი ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძარში დღეს, ტიარნენდარაჯის დღესასწაული აღინიშნება, ასევე, იმართება ახალდაქორწინებულების დალოცვის რიტუალი ტარდება.

ტიარნენდარაჯის დღესასწაული, ჯავახების დიალექტით “ხეცახ“, “ტრნდეზ” — ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ძირითადად იმ ოჯახებში აღინიშნება, სადაც ახალდაქორწინებულები არიან. ამ დღეს ისინი მიდიან ტაძარში და ხტებიან კოცონზე.

13 თებერვალი განსაკუთრებით საინტერესოდ აღინიშნება იმ ოჯახებში, სადაც ბოლო პერიოდში იყო ჯვრისწერა, ან ქორწილი. სიძის ოჯახში იკრიბება ყველა ახლობელი და მოყვრები. პატარძლის ახლობლები სიძესთან მიდიან საჩუქრებით. პირველ რიგში, შეკრებილებს უმასპინძლდებიან “ხეცახით” – შემწვარი ხორბალი თაფლში. რის შემდეგაც, სტუმრები ფერხულს კრავენ დანთებული კოცონის გარშემო. ახალდაქორწინებულები 3-7 -ჯერ ახტებიან კოცონს.

კოცონზე ხტებიან უშვილო ქალები და გაუთხოვრები, ახალგაზრდები იმ იმედით, რომ ღვთის წყალობით  შეძლებენ დაფეხმძიმებას, ან დანიშვნას და გათხოვებას. ახალგაზრდობა კოცონთან ცეკვავს და ხტება იქამდე, სანამ ცეცხლი არ ჩაქრება. ჯავახეთის სოფლებში ტიარნენდარაჯს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

სომხური სამოციქულო ეკლესია ყოველ წელს, 14 თებერვალს, ქრისტეს დაბადების 40 დღეს აღნიშნავს, როდესაც 40 დღის ქრისტე მონასტერში მიიყვანეს. ამიტომ ჰქვია დღესასწაულს ტიარნენდარაჯი, რაც ღმერთთან მისვლას ნიშნავს.

ამ დღესასწაულის აღნიშვნა იწყება 13 თებერვლის საღამოს. სომხური ეკლესიის კანონის შესაბამისად, საღამოს ლიტურგიის შემდეგ, გრძელდება დღესასწაული “ტერუნი“, რის შემდეგაც “ანდასტანის” ცერემონია ტარდება. ამ დროს სამყაროს ოთხი მხრივ აკურთხებენ.

ლიტურგიის შემდეგ, მორწმუნეები სანთლებს ანთებენ და სახლში მიაქვთ იესო ქრისტეს სინათლე.

ეროვნულ ტრადიციებთან შესაბამისად, სანთელი ტიარნენდარაჯის კოცონის შესაბამისად ინთება. წმინდა გრიგორ ტათევის თანახმად, კოცონის დანთებით, ჩვენ ღმერთს სიყვარულით მივმართავთ.