24 ოქტომბრის დილის მდგომარეობით ლოკალური ბრძოლები ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ დღეს დილით, ყაბაღში მოქმედი თავდაცვის არმიის პრესსამსახური იტყობინება.

“ღამით არცახი-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში ვითარება შედარებით სტაბილურად დაძაბული იყო. ზოგ ადგილას საარტილერიო ბრძოლა და სროლები გრძელდება.

საღამოს, მოწინააღმდეგემ ჰუმანიტარული სამართლის ნორმები კვლავ უხეშად დაარღვია და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტები დაბომბა, მათ შორის დედაქალაქი – სტეფანაკერტი.

ამჟამად ლოკალური ბრძოლები ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით ხორციელდება. თავდაცვის არმიის ნაწილები წარმატებით იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევას, აკონტროლებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას”, – ნათქვამია თავდაცვის არმიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრს, გამთენიისას, აზერბაიჯანმა განახორციელა სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მთიანი ყარაბაღის სამხედრო ობიექტებზე, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სტეპანაკერტზე, შუშში და ჰადრუთში. საომარი მდგომარეობა გამოცხადდა სომხეთსა და ყარაბაღში.