საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიური მარკოეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით ტურიზმის შემოსავალი ამავე წლის სექტემბერში 95,1%-ით შემცირდა. გასულ თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობებიდან სულ 15,7 მილიონი დოლარი მიიღო, რაც 2019 წლის სექტემბერში 318 მილიონ დოლარს შეადგენდა.

საქართველოში საერთაშორისო მგზავრობის შემოსავლების დაცემა თებერვალში დაიწყო და მარტში, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების დაკეტვასთან ერთად, თითქმის მთლიანად შეჩერდა. 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისათვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, საქართველო პრაქტიკულად მთლიანად დაკეტილია. 2020 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან საერთო შემოსავალი 499 მილიონ დოლარს შეადგენდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ ტურიზმიდან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. 2019 და 2020 წლებში ტურისტული სექტორის შემოსავლის შესადარებლად თვიურად:

2019 წლის იანვარი — 164,5მლნ დოლარი; 2020 წელი — 193,4მლნ დოლარი;

2019 წლის თებერვალი — 169,2მლნ დოლარი, 2020 წელი — 160,5მლნ დოლარი;

2019 წლის მარტი — 244,7მლნ დოლარი; 2020 წელი — 73,8მლნ დოლარი;

2019 წლის აპრილი — 267,2მლნ დოლარი; 2020 წელი — 8,5მლნ დოლარი;

2019 წლის მაისი — 270,4 მლნ დოლარი; 2020 წელი — 9,1 მლნ დოლარი;

2019 წლის ივნისი — 340მლნ დოლარი; 2020 წელი — 11,2მლნ დოლარი;

2019 წლის ივლისი — 395,4მლნ დოლარი; 2020 წელი — 12,1მლნ დოლარი;

2019 წლის აგვისტო — 412,8მლნ დოლარი; 2020 წელი — 14,8მლნ დოლარი;

2019 წლის სექტემბერი — 318,6მლნ დოლარი; 2020 წელი — 15,7მლნ დოლარი.

შემოსავალი ტურიზმიდან, საერთაშორისო ფულად გზავნილებთან ერთად, საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ასევე რეკორდული მაჩვენებელი, 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.