საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2019 წლის მონაცემებით, 392 მლნ. ლარის წმინდა მოგებით „თიბისი ბანკი“ ლიდერობს. მისი აქტივების ღირებულება 18 მლრდ. ლარია და ის ამ მხრივაც საქართველოში პირველ ადგილს იკავებს.

რეიტინგში მეორე ადგილზე 390.4 მლნ. ლარის წმინდა მოგებით „საქართველოს ბანკია“, რომლის აქტივები 17 მლრდ. ლარს შეადგენს.

საბანკო სექტორში წმინდა მოგების მხრივ 2019 წელს მესამე ადგილზე „კრედო ბანკი“ იყო, რომელმაც 27.7 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. მისი აქტივები 1 მლრდ. ლარს აღემატება.

26.8 მლნ. ლარის წმინდა მოგებით მეოთხე ადგილზეა „ლიბერთი ბანკი“, რომელიც აქტივების ზომით ბანკების სამეულშია. მისი აქტივები 2.1 მლრდ.-ს შეადგენს.

ხუთეულს „ბაზის ბანკი“ ასრულებს, რომლის წმინდა მოგება 24.8 მლნ ლარია, მისი აქტივები კი 1.66 მლრდ. ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ფინანსურ ზარალზე მხოლოდ ორი – „სილქ როუდ ბანკი“ და „პაშა ბანკი“ გავიდა. „პაშა ბანკის“ ზარალმა 2019 წელს 8 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო „სილქ როუდ ბანკის“ ზარალმა – 210 ათასი ლარი.

წმინდა მოგების მიხედვით საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი:

1. „თიბისი ბანკი“ – 392,114,132 ლარი;

2. „საქართველოს ბანკი“ – 390,435,262 ლარი;

3. „კრედო ბანკი“ – 27,699,088 ლარი;

4. „ლიბერთი ბანკი“ – 26,832,117 ლარი;

5. „ბაზისბანკი“ – 24,830,002 ლარი;

6. „პროკრედიტ ბანკი“ – 23,131,243 ლარი;

7. „ქართუ ბანკი“ – 22,449,122 ლარი;

8. „ტერაბანკი“ – 20,241,573 ლარი;

9. „ვითიბი ბანკი“ – 13,656,751 ლარი;

10. „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 7,647,408 ლარი;

11. „იშ ბანკი საქართველო“ – 5,807,767 ლარი;

12. „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 3,471,759 ლარი;

13. „ფინკა ბანკი საქართველო“ – 3,398,621 ლარი;

14. „სილქ როუდ ბანკი“ – 210,554 ლარის ზარალი;

15. „პაშა ბანკი საქართველო“ – 8,209,436 ლარის ზარალი.