ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა, რომელიც ნინოწმინდას თბილისთან წალკის გავლით აკავშირებს, დაკეტილია.

თოვლისა და ძლიერი ქარის გამო, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოს გზებზე პრობლემა შექმნა. ახალქალაქის ახალციხესთან დამაკავშირებელი გზა ამჟამად ღიაა, ნინოწმინდიდან სომხეთში გამგზავრება პრობლემა არ არის. გზა დაკეტილია ნინოწმინდიდან თბილისამდე ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთში.