“ნაციონალური მოძრაობის” პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მელიქ რაისიანის წინასაარჩევნო კამპანია, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეშტიაში, თორიასა და უჩმანაში გაიმართა.

JNEWS -ი 31 ოქტომბერს, დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიებს თვალყურს ადევნებს.

raisyan1

საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მელიქ რაისიანის თქმით, სოფლებში პრობლემები ძირითადად ანალოგიურია: წყალი, ბუნებრივი აირი და სხვა სოციალური პრობლემები.

ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეშტიაში მელიქ რაისიანმა თავდაპირველად პრობლემებზე ისაუბრა, ხოლო შემდეგ მოსახლეობას სამომავლო პროგრამები გააცნო.

“შემიძლია თქვენთვის თანაბარუფლებიანი მოქალაქეობის უზრუნველყოფა. კანონი გვეუბნება, თუ ადამიანი დაიბადა საქართველოში და მოქალაქეობის დაბრუნება სურს, უნდა დაწეროს განცხადება და ავტომატურად მიიღოს პასპორტი. კანონში წვრილი ასოებით წერია: უნდა იცოდეთ ქართული, იუსტიციის სახლში უნდა მიხვიდეთ გასაუბრებაზე, მაგრამ კანონი უნდა იყოს მარტივი. დღეს ჩვენ საკუთარ თავს არ ვცემთ პატივს, არ ვიყენებთ ჩვენს კანონიერ ფუნქციებს, რაც სახელმწიფომ განსაზღვრა კონსტიტუციით- ჩვენ ამას არ ვიყენებთ”,- განაცხადა მელიქ რაისიანმა.

raisyan5

სოფელ ეშტიის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობამ რეაგირება მოახდინა. “ჩვენ ჩვენი უფლებების პატივისცემა და დაცვა გვინდა, მაგრამ არ ვიცით, რა გავაკეთოთ”.

“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მაჟორიტარმა კანდიდატმა ხალხს ურჩია არჩევნებზე წასვლა არა დაძალებით ან ნათესავებისა და ახლობლების რჩევით, არამედ საკუთარი ნებითა და არჩევანით.

“როდესაც არჩევნებზე წახვალთ, ნუ წახვალთ თქვენი დეიდაშვილის თხოვნით, ან ზურას დარეკვით, ან სოფლის უფლებამოსილი პირის ინიციატივით. წადით თქვენი სურვილითა და პირადი ინიციატივით, პატივი ეცით საკუთარ თავს, თავი ადამიანად იგრძენით. თუ ადამიანი საკუთარ თავს არ სცემს პატივს, ის ვერ ააშენებს კანონიერ სახელმწიფოს”,- დაამატა მელიქ რაისიანმა.

raisyan2

სოფელ უჩმანას მოსახლეობამ კანდიდატს უჩივლა, რომ რაიონში ნორმალური ექიმები არ არის. და ყოველთვის, როდესაც გადაუდებელი ოპერაციების ჩატარებაა საჭირო, ნინოწმინდის საავადმყოფოდან ხალხს ახალციხეში აგზავნიან.

“ჩემი პროგრამა ძალიან უბრალოა, კანონი უნდა მუშაობდეს. საქართველოს მოქალაქეები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიისა, უნდა იყვნენ თანასწორნი, ფორმირებული მოქალაქეები უნდა იყვნენ. მე მუდამ მაოცებდა ის, რომ ჩვენი ხალხი, იმ პირობებში ცხოვრობს, სადაც თანაბარუფლებიან მოქალაქეებად არ გრძნობს თავს, კანონის ფარგლებში ვერაფრით სარგებლობს, ხმების 70%-ს კი ხელისუფლებას აძლევს. აქ შეგნებულად შექმნეს მსგავსი პირობები, რომ არ იყოს ექიმი, და ყველაზე მთავარი- სამართალი. სასამართლო, პოლიცია- ეს ყველა რეგრესული ორგანოა, დღესდღეობით, არა მხოლოდ არ აქვთ არავითარი პირობა, არამედ, პირიქით, ყველაფერი მათ წინააღმდეგ არის, რათა ხალხი დაიღალოს, იმედი გაუცრუვდეს და აქედან წავიდეს. ჩვენი პარტიის პროგრამა- უსაფრთხოების სტრუქტურების ლიკვიდაციაა, მოქალაქეს უფლება უნდა ჰქონდეს აირჩიოს პოლიციის უფროსი და სასამართლოს თავმჯდომარე. მუნიციპალური ბიუჯეტის გადანაწილება უნდა იყოს გამჭოლი, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ბიუჯეტის მართვის უფლება, იცოდეს, რამდენი სად დაიხარჯა”,- თქვა მელიქ რაისიანმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.

გამოსვლის დასრულებისას მელიქ რაისიანმა თქვა, რომ მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს, რათა არჩეულმა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ხალხმა საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვა დაიწყო.

raisyan4