პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” პარტიული სიები გამოაქვეყნა, სადაც ახალქალაქიდან სამველ პეტროსიანი მე-14 პოზიციას იკავებს.

გუშინ, 13 სექტემბერს, ქუთაისში პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” პარტიული სიებით დეპუტატობის კანდიდატები გამოაცხადა. სიაში 25 კანდიდატია.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი სამველ პეტროსიანი სიაში მე-14 ადგილს იკავებს.

JNEWS-ი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს სამველ პეტროსიანი სიაში მისი პოზიციის შესახებ.

“24-ე, 34-ე ან 64-ე ადგილიც რომ მოენიჭად ჩემთვის, მაინც არ ვიკამათებდი და არ ვთხოვდი, ამ თემაზე არ დაველაპარაკებოდი, თუკი პარტიამ ჩემთვის კონკრეტულად 14 ნომერი მიიჩნია, ეს ჩემთვის მისაღებია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ აუცილებლად დეპუტატი უნდა ვიყო და პარლამენტში შევიდე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ “პატრიოტთა ალიანსი” საკუთარი იდეებით სასარგებლო გახდა ჩემი ერისათვის, ვგულისხმობ ჯავახეთის მოსახლეობას”,- ამბობს სამველ პეტროსიანი.

სამველ პეტროსიანის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი”- სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც სომეხთა გენოციდს აღიარებს, და გარდა ამისა, ის თვლის, რომ ეს პარტია პირდაპირი და მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოებას შუამავლების გარეშე ცდილობს, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გააუმჯობესოს.

პარტიის პირველი სამეული შემდეგია- პარტიის ლიდერი და გენერალური მოადგილე ირმა ინაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” თავმჯდომარე გიორგი ლომია, თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, გოჩა თევდორაძე.