საკარანტინე ვადა 8 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, 8 დღიანი კარანტინის გასვლის შემდეგ, მეცხრე დღეს გაკეთდება PCR ტესტი. უარყოფითი პასუხის შემდეგ დატოვებენ საკარანტინე სივრცეს. თუმცა, მე-12 დღეს კიდევ ექნებათ ვალდებულება, PCR ტესტი განმეორებით ჩაიტარონ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის დროს, თავიდან საკარანტინე ვადა იყო 14 დღე. აგვისტოს შუა რიცხვებში მთავრობის გადაწყვეტილებით ვადა 12 დღემდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საკარანტინე ვადის კიდევ შემცირებაზე მიიღეს გადაწყვეტილება და ის 8 დღის განისაზღვრა.