15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წელი მიუსაჯეს. გამოძიება მას არასრულწლოვნისთვის ჩვენების იძულებას ედავებოდა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი დეპარტამენტის პირველი განყოფილების გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალად ედება 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების მიცემის იძულება. 15 წლის ბიჭი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, გასული წლის 17 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.