დღეს, 5 თებერვალს ახალქალაქში სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხების მთავარ კომისართან ზარე სინანიანთან და საქართველოში სომხეთის ელჩთან რუბენ სადონიანთან შეხვედრა დილიდანვე დაიწყო. თავდაპირველად ისინი ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ოფისს ესტუმრნენ.

ზარე სინანიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 1 თებერვალს ჩამოვიდა, რათა პირადად გაეცნოს საქართველოში მცხოვრებ სომეხი მოქალაქეების პრობლემებს. ის ესტუმრა თბილისს, ახალციხეს, დღეს ის ხვდება ახალქალაქისა და ნინოწმინდის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას.

სინანიანი შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რელიგიურ და მუნიციპალურ დაწესებულებებს, ისევე როგორც სომეხი ეროვნების მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს.

საქართველოში კომისარის ვიზიტი შემეცნებით ხასიათს ატარებს.

Jnews-ის ოფისში კომისარი და ელჩი დაინტერესდნენ იმ საკითხებით, რომლებიც ჯავახეთის მოსახლეობას აწუხებს. მათ ასევე განაცხადეს, რომ იმუშავებენ აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიმართულებით.

Jnews-ის სტუმრობის შემდეგ შეხვედრა მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახალქალაქის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა.