5 სექტემბერს, “ხას ბახჩას” ცენტრალურ პარკში ახალქალაქის ბავშვებისათვის თბილისის თოჯინების თეატრმა უფასო წარმოდგენა გამართა. თეატრი სხვადასხვა ნაწარმოების მუსიკალურ მონაკვეთს წარადგენდა.

გუშინ, 18:00 საათზე, ახალქალაქის “ხას ბახჩა” ცენტრალურ პარკში, ბავშვებისათვის თბილისის სომხური თოჯინების თეატრმა წარმოდგენა გამართა. ეს თოჯინების თეატრის პირველი ვიზიტი იყო ჯავახეთში.

kukolni teatr 2

“მე მინდა, რომ ჯავახეთის ბავშვებმა სომხური კულტურა და ზღაპრები შეიცნონ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თეატრი მცირეწლოვანია, მას ბევრ სერიოზულ ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჩვენი თეატრი დამოუკიდებელია და სხვადასხვა პლატფორმაზე გადის. ზღაპრების მეშვეობით ბავშვებამდე სომხური ენის მიტანა მსურს”,- თქვა თეატრის დამფუძნებელმა, მხატვარმა, თოჯინების მსახიობმა და მცოდნემ, არმენ ოგანისიანმა.

kukolni teatr3

თოჯინების თეატრი მსოფლიო ერების სხვადასხვა წარმოდგენების მუსიკალური აბსტრაქტებით წარსდგა.

kukolni teatr4

თბილისის სომხური თოჯინების თეატრი 2018 წელს დაარსდა.

სომხური თოჯინების თეატრის დღევანდელი გამოსვლა ახალქალაქში “ქართველ სომეხთა კავშირის” ინიციატივითა და დაფინანსებით საზოგადოებრივი ინიციატივის ფარგლებში იყო ორგანიზებული.

თეატრი ასევე ახალციხეში წარსდგება, წარმოდგენა გაიმართება დღეს, 6 სექტემბერს.

teatr kukl