საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ დღე-ღამის განმავლობაში 5 პაციენტია გამოჯანმრთელებული. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.