დღეს, 21 აგვისტოს, ახალქალაქში მომხდარი აფეთქების შემდეგ დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით წარადგინოს.

JNEWS-ის შეკითხვაზე, ემზადება თუ არა მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი მომხდარის შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, მან გააკეთა კომენტარი:

“მე არა, მოსახლეობას უნდა, რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ალბათ, ამ მოვლენების შემდეგ, დამოუკიდებელი კანდიდატის სახით წარვდგები. დღეს ვხედავ, რომ ჩემ გარშემო ყოველ კვირას რაღაც ხდება”.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მომავალ არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონიდან მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად წარადგინა სამველ მანუკიანი, და არა ენზელ მკოიანი. დავამატებდით, რომ 1999 წლიდან დღემდე ენზელ მკოიანი საქართველოს პარლამენტის წევრი გახლავთ.