საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 361 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1098 შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7 235 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.