ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნინოწმინდის მერიაში დაახლოებით 26 თანამშრომელმა სამსახური საკუთარი ნებით დატოვა. ნინოწმინდის მერმა 5-6 შემთხვევა დაადასტურა. JNEWS-ის ინფორმაციით, თანამშრომლები გაათავისუფლეს, რადგან მათ ენზელ მკოიანთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მერიის 22 თანამშრომელმა სამსახურის დატოვებაზე განაცხადი უკვე შეიტანა. ჩვენი მონაცემებით, დღეს საკუთარი ნებით წასულთა რაოდენობა, დაახლოებით 26 გახდა. JNEWS-ის ინფორმაციით, სამსახურიდან ის ადამიანები გაანთავისუფლეს, ვისაც საქართველოს პარლამენტის პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან ახალქალაქისა და ნინოწმინდის დეპუტატთან ენზელ მკოიანთან ჰქონდათ რაიმე კავშირი. როგორც ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა შეგვატყობინა, სამსახური 5-6 ადამიანმა დატოვა.

“სამსახური 22 ადამიანს არ დაუტოვია. ეს არასწორი ინფორმაციაა. ცვლილებები არის, ჩვენ სოფლის სპეციალისტებს ხელშეკრულება არ გავუგრძელეთ. და კიდევ, ჩვენთან 5-6 პირია, რომლებმაც განთავისუფლების თაობაზე განცხადება საკუთარი ნებით დაწერეს. მიზეზებში ზოგიერთმა აღნიშნა “ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო”, ეს ძირითადად 70 წელს გადაცილებული პირები იყვნენ. მათ დაწერეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევთ. ჩვენ, კანონის შესაბამისად, გამოვაცხადებთ ვაკანსიას და კონკურს”,- თქვა ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

გახდა ცნობილი, რომ ხელშეკრულების ვადები მუნიციპალიტეტებში 10 უფლებამოსილ პირს ამოეწურა. ჩვენი ინფორმაციით, სამსახური დატოვა მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა ჟორა სნხჩიანმა, სოციალური მომსახურების უფროსმა არაგეხეციკ სანოიანმა, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაურა ვარჟაპეტიანმა, კომუნალური მომსახურების დირექტორმა მელს მნაცაკანიანმა, მერიის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტმა საიათ გიულასარიანმა, ასევე მერიის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის განყოფილების სპეციალისტმა ანდრანიკ ტევანიანმა.