სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯერჯერობით არ იგეგმება საბავშვო ბაღების გახსნა, ბაგა- ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებისა და სამუშაოს პირობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამ დღეებში გახდება ცნობილი. გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ზომები გატარდება, რათა საბავშვო ბაღებში ბავშვები COVID-19-ით ინფიცირების საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.

საბავშვო ბაღები ამავე წლის მარტში დაიკეტა, საქართველოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მიზეზით. ამ დროის განმავლობაში მუნიციპალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით ყველა საბავშვო ბაღმა ბავშვებს 2-ჯერ დაურიგა კვების პროდუქტები.