«სოფლის მხარდაჭერის» სახელმწიფო პროგრამა გრძელდება. წინასწარი მონაცემებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დაახლოვებით 922 000 ლარს მიიღებს.

წელს «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამით სამცხე-ჯავახეთში 3 366 000 ლარი გამოყეს. ზემოაღნიშნული თანხა სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტებს შორის იქნება განაწილებული.

ამჟამად არ არის ცნობილი, თუ რომელ მუნიციპალიტეტს რა თანხა გამოეყოფა. თუმცა, როგორც ახალქალაქის მერიაში მოგვახსენეს, წინასწარი მონაცემებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მიიღებს იმავე ოდენობის თანხას, რაც მიიღო შარშან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამით ახალქალაქმა 922 ათასი ლარი მიიღო.
თანხა სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იქნება გადანაწილებული.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემთა მიხედვით 2019 წელს სამცხე-ჯავახეთში «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამის ფარგლებში რეალიზებული იყო 312 პროექტი.

2019 წელს სახელმწიფომ ორწლიანი შესვენების შემდეგ «სოფელს მხარდაჭერის» პროგრამა განაახლა. შარშან აღნიშნული პროგრამით სახელმწიფომ დაახლოებით 20მლნ ლარი გამოყო.