სახლების მფლობელები, რომლებიც ახალქალაქში 8 აგვისტოს დაიწვა, კომპენსაციას ითხოვენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მიმართაც.

მკვლელობის შემდეგ, რომელიც 2 დღის წინათ ახალქალაქის ცენტრში მოხდა, ქალაქში უწესრიგობები დაიწყო. მოკლულის თანასოფლელებმა 4 სახლი და 1 სასტუმრო გადაწვეს.

dom1

dom2

“სახლში არ ვიყავით, როცა დავბრუნდით სახლში ბავშვებთან ერთად, დავინახეთ, რომ ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, ცეცხლი მოდებული იყო ჩვენი სახლი ფარდებზე, კარზე, ყველაფერზე. ყველას ძალიან შეგვეშინდა, ბავშვები ყვიროდნენ და ტიროდნენ, ეს საშინელება იყო. მათ ჩაამსხვრიეს ფანჯრები და შენობაში ხანძარი შიგნიდან გააჩინეს. არც მეზობლებს, არც არავის ახლოს არ უშვებდნენ, რათა ცეცხლი ჩაექროთ, ამბობდნენ, – სანამ ბოლომდე არ დაიწვება, ვერავინ მიუახლოვდებაო. ჩემი ქმარი და მაზლი იმათი მეგობრები არიან, ვინც იჩხუბა, ის ჩვენი ბავშვების ნათლიაა. იმყოფებოდა თუ არა ჩემი ქმარი და მისი ძმა ჩხუბის დროს იქ, ამის თქმა არ შემიძლია”, – განაცხადა ერთ-ერთი დამწვარი სახლის მფლობელმა, სირანუშ მანასიანმა.

მისივე თქმით, ზარალი დიდია.

“მარტო ჩვენი შუშის ჭურჭელი ღირდა 20-30 ათასი აშშ დოლარი, გვქონდა ანტიკვარული სურათები, ქანდაკებები, ავეჯი, რემონტი, ძვირფასი რბილი ავეჯი, ყველაფერი დაწვეს, მთლიანად გაანადგურეს”, – დასძინა მან.

dom9

როგორც სირანუში ამბობს, ადამიანები, რომლებმაც სახლი დაწვეს, იმდენად იყვნენ გაბრაზებულები, რომ სახლში ადამიანი რომ ყოფილიყო, ამ ფაქტსაც არ გაითვალისწინებდნენ. ისინი მოცვივდნენ, დიდი ქვებით ჩაამსხვრიეს ფანჯრები. სამი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს, მათ ნახეს ეს ყველაფერი, ისე შეშინდნენ, რომ ვეღარც ღამით და ვეღარც დილით, ვეღარ იძინებენ, ნორმალურად ვეღარ საუბრობენ, ვერ ჭამენ. ისინი ძალიან შეშინებულები არიან”, – ამბობს ნალბანდიანის ქუჩის მცხოვრები, დამწვარი სახლის მფლობელი.

სირანუში ყვება, რომ, როდესაც მეზობლებმა დაიწყეს ცეცხლის ჩაქრობა, მათ, ვინც ცეცხლი გააჩნეს, ისევ დაბრუნდნენ და ხელახლა გააჩინეს ცეცხლი, სანამ ის ბოლომდე არ დაიწვა, ამის შემდეგ წავიდნენ. სახანძრო მანქანის მოსვლამდე მეზობლებმა ჩააქრეს ცეცხლი, მხოლოდ სახლის სახურავიღა იწვოდა. მეხანძრეებმა სახურავზე მოდებული ცეცხლი ჩააქრეს.

“ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? ეს სახლი იყო, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ახლა არ გვაქვს თავშესაფარი. ბავშვებთან ერთად ღამეს ერთ დღეს ერთ ნათესავთან ვათენებთ, მეორე დღეს მეორესთან. ბავშვები ტირიან და სახლში წასვლას ითხოვენ, ისინი დასტრესილები არიან. მაზლის ცოლი ორსულად არის, ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში გონს ვერ მოდიოდა”, – დასძინა მან.

dom6

8 აგვისტოს დაწვეს ნარა არუტიუნიანის სახლიც. ოჯახის წევრები სახლში იყვნენ, მაგრამ მათ ქალაქის მცხოვრებლებმა დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათი სახლისკენ 30-კაციანი ჯგუფი მიდიოდა.

“დაწვეს სახლი, ყველაფერი დაამსხვრიეს, არაფერი დატოვეს, გახსნეს კარადა, შეასხეს შიგნით საწვავი და ცეცხლი წაუკიდეს. ჩემი შვილიშვილის სათამაშოებიც კი დაწვეს, ბოლოს სამზარეულოში გაზის შლანგი გადაჭრეს რათა სახლი აეფეთქებინათ. ამ დროს ვიღაცამ იყვირა, – “ბიჭებო, გამოდით! ახლა აფეთქდება!”. ექსპერტმა რომ ნახა აქაურობა, გაოცდა. მეზობლების დამსახურებაა ის, რომ ჩემი სახლი ბოლომდე არ დაიწვა, მათ გაზი ცენტრალური მილიდან გადაკეტეს. ქალაქი 5 საათის განმავლობაში იწვოდა, არც ერთი პოლიციელი არ მოსულა, ბოლოს ძალოვანები ჩემს მაღაზიაში მივიყვანე. ჩვენი სხვა ქონებაც დაწვეს. ქვემოთ, კანიონში თევზი გვყავს, იქ პატარა სახლი გვაქვს. თევზები გაუშვეს. ჩემი შვილი ქუჩის გარჩევებში არ მონაწილეობდა. ვიდეოჩანაწერშიც ჩანს, ზემოდან ავტომობილით, როგორ გაივლის, დაინახავს ამ ჯგუფს, მაშინვე მივა ადგილზე და მოჩხუბრების გაშველებას ცდილობს.

ჩემმა შვილმა დაინახა, რომ მისი მეგობარი მიწაზე დააგდეს და 30 ადამიანი ხელკეტებით ურტყამდა. არავის უნდოდა იმ ახალგაზრდას სიკვდილი. თურქიც კი არ ჩაიდენდა ასეთ ბარბაროსობას. ამ სოფლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ისინი ჩემთან მოდიოდნენ, მე მათ ვაცმევდი და ვაცილებდი”, – ამბობს ნარა არუთიუნიანი.

dom5

ნარა უკმაყოფილოა პოლიციის თანამშრომლების მუშაობითაც.

“მე არ ვამბობ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი უნდა მოსულიყო და სახლი დაეცვა, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების ხომ შეიძლებოდა მოსულიყვნენ და სახლისთვის ალყა შემოერტყათ. არვინ მოსულა. შემდგომ შევიტყვე, რომ ისინი მოვიდნენ და ჩვენი სახლის შორიახლოს მოშორებით გაჩერდნენ. ისხდნენ მანქანებში. ეს ჯგუფი, რომელმაც სახლი დაგვიწვა ქალაქში ავტომობილით არ მოძრაობდა, ისინი ფეხით მოვიდნენ. სინამდვილეში, ისე გამოდის, რომ არც ერთი ეკიპაჟი არ მუშაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთად მოქმედებდნენ და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, ვიღაც მათ “აქეზებდა”, რადგან ასე თვითდაჯერებულად მოქმედებდნენ”, – დასძენს იგი.

dom4

ნარა ჰარუთიანი, ასევე უკმაყოფილოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობით.

”ჩემი სახლი უბრალოდ არ დაიწვა, ჩემი სახლი დაწვეს. ნუთუ, არ უნდა მოსულიყვნენ ისინი და ეთქვათ: ”დახმარება ხომ გჭირდებათ? ღამის გასათევი ადგილი გაქვს? ” აბსოლუტურად არავინ მოსულა. სიცოცხლის ფასად ვეცადე სახლის გადარჩენას, მაგრამ სახლი ხელებით გამოვედი, ვერაფერი გადავარჩინე, ვერც ფული და ვერც ოქრო, ყველაფერი დაიწვა. ვინც დარეკავს, ყველას უკვირს, “რა, თქვენ პოლიცია არ გყავთ?” დავრეკე “112”-ში, ვუთხარი, რომ ჩემს სახლს ცეცხლი უკიდია. ისინი კი იქიდან მეუბნებიან: ”პოლიცია არ არის თქვენთან?”. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ისინი წავიდნენ რევაზ მეტრეველის სახლის დასაწველად. მეც იქით წავედი. გადმოვედი მანქანიდან და ვხედავ, რომ სპეციალური დანიშნულების მთელი რაზმი დგას. მე ვუთხარი, – რატომ დგას აქ 20 ადამიანი? ჩემს მაღაზიას ახლა ცეცხლს წაუკიდებენ. ისინი მოვიდნენ მაღაზიასთან, მაგრამ უღიმღამოდ. მაგრამ, მათ უთხრეს, რომ ჩემი მაღაზია არ დაეწვათ, რადგან გვერდით ბევრი სხვა ობიექტია და ზარალი დიდი იქნებოდა და ბევრი ადამიანისთვის მოუწევდათ პასუხის გაცემა”, – ამბობს ნარა.

ნარა ჰარუთიანის სახლში ხანძარი მეზობლების ძალისხმევის წყალობით ჩააქრეს, სახანძრო მანქანა არ მისულა. ნარა ადვოკატის დაქირავებას და კომპენსაციისთვის ბრძოლას აპირებს.

”მე ნამდვილად უნდა ვიქირაო ადვოკატი. თუ ეს დანაშაული დაუსჯელი დარჩა, ეს ჩვევად ექცევათ. ხვალ, თუ სხვა ჩხუბი, ან პრობლემა იქნება, ისინი ყველაფერს ისევ მიწასთან გაასწორებენ”, – ამბობს ნარა.