ახალქალაქის ცენტრალური მოედანი გადაკეტილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ექსპერტები იქ მუშაობენ, ორი მეტრის მოშორებით მობილიზებულია სპეცრაზმი, სპეციალური დანიშნულების სამსახურის მანქანები ქალაქის ცენტრში დგას, თითქმის ყველა გზაჯვარედინზე პატრულირებს პოლიცია.

სპეცრაზმმა PSP-ს აფთიაქის მოპირდაპირედ მხარეს, ქალაქის ცენტრში ნალბანდიანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ტერიტორია გადაკეტა. ჩვენი ინფორმაციით, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ ამ მაღაზიაზე თავდასხმას აპირებენ.

უკვე 2-3 საათია,რაც სპეციალური დანიშნულების რაზმი ჯავახეთის ქუჩაზეა მობილიზებული.

ქალაქის ცენტრალური მოედანი გადაკეტილია, რადგან იქ მოხდა პირველი დაპირისპირება, რამაც სოფელ კულიკამში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი სიცოცხლე იმსხვერპლა და შემდეგ ქალაქში განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 19.00 საათზე, დაიწყო არეულობა, არის მსხვერპლი. ერთი დაშავებული, ჭრილობებით, ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა.