ორგანიზაცია Transparency International – Georgia -ს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, შარშან, საქართველოს პარლამენტის 21 დეპუტატს ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლის უფლებით არცერთხელ არ უსარგებლიათ. მათ შორის არიან ენზელ მკოიანი, რუსლან პოღოსიანი და სამველ მანუკიანი.

“ჩუმი” დეპუტატები “ქართული ოცნების” პარტიის წარმომადგენლები არიან. მათ შორის სომეხი ეროვნების დეპუტატები – რუსლან პოღოსიანი, ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი. აღსანიშნავია, რომ მართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამველ მანუკიანი წარადგინა.

ორგანიზაცია Transparency International – Georgia-ს მოხსენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა, დეპუტატების არასაკმარისი აქტიურობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს მეტ-ნაკლებად აქტიურ წარმომადგენლებს, ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, 2019 წელს საკანონმდებლო ინიციატივების უმეტესობის ავტორი რატი იონათამიშვილია, ხოლო პლენარული სხდომების ყველაზე აქტიური მონაწილე ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციის წარმომადგენელი- ეკა ბესელია, საპარლამენტო საკითხების უმეტესობის ავტორი – სერგი კაპანაძე, ყველაზე აქტიურ კომიტეტად კი აღიარებულია იურიდიული საკითხების კომისია.

სამველ მანუკიანი მისი მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენის შესახებ

ენზელ მკოიანი საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს