საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში გეგმიური აუდიტი დაასრულა, თუმცა შედეგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 31 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოწმება დაასრულა, რომელიც დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა. როგორც JNEWS-ს სახელმწიფო აუდიტის მედიისა და საზოგადოებრივი კავშირების განყოფილებიდან შეატყობინეს, ეს გეგმიური აუდიტი იყო, რომელიც მუნიციპალიტეტებში ყოველ ორ წელიწადში ტარდება.

JNEWS-ის შეკითხვაზე, თუ როგორია აუდიტის წინასწარი შედეგები, გვიპასუხეს:

“ჩვენ მხოლოდ ახალქალაქში არ ვატარებთ. აუდიტი ასევე ნინოწმინდაში და სხვა ყველა მუნიციპალიტეტშიც ტარდება. ეს ჩვეულებრივი შემოწმებაა. შეიძლება, მუნიციპალიტეტებში სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ჩვენს ოფისში დოკუმენტების შესწავლას განაგრძობენ. თუ ადგილზე არ მუშაობენ, ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო დასრულებულია, ადგილზე მუშაობის შემდეგ ისინი თბილისში აუდიტის სამუშაოს აგრძელებენ. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო იქნება საჭირო. ეს საქმე 1-2 დღეში არ კეთდება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 1-2 თვე გავა”,- განაცხადეს მედიისა და საზოგადოებრივი კავშირის სამსახურის განყოფილებიდან.

აუდიტის სამსახური შემოწმების საბოლოო გადაწყვეტილებას, დასრულების შემდეგ, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნებს.