ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში პარტია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არსენ კარაპეტიანია წარდგენილი.

დღეს, 3 აგვისტოს, პარტიამ “ევროპული საქართველო” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიები წარადგინა.

“როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების წარმომადგენელი სწორედ არსენ კარაპეტიანი იქნება”,- ასე წარადგინა კარაპეტიანი დავით ბაქრაძემ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არსენ კარაპეტიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყო წარდგენილი.

2007-დან 2013 წლამდე ის ნინოწმინდის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2002-2007 წლებში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ანტიკორუფციულ განყოფილებაშია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად საქართველოს ახალ პარლამენტში შერეული საარჩევნო სისტემით 150 დეპუტატი იქნება: 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით იქნება შერჩეული, ხოლო 30- მაჟორიტარიტარული სისტემის მიხედვით შეირჩევა.

ფოტო JNEWS-ის არქივიდან