Armenian      Russian

სომხურ ტრადიციულ სამზარეულოში ჭარხალი ერთ-ერთი პოპულარული მცენარეა, რომლისგანაც ჯავახეთში სხვადასხვა კერძს ამზადებენ. ამჯერად JNEWS-ი მკითხველებს ჭარხლის ღეროებისგან დამზადებულ “ბორანის” მზადების პროცესს გააცნობს.

ბებია გაიანეს ბოსტანში ეჩქარება, რათა მინდვრიდან სახლში მოსულ შვილიშვილისთვის “ბორანის” მოსამზდებლად ჭარხლის ღეროები მოკრიფოს.

ჯავახეთში ჭარხლის ფოთლებით სხვადასხვა კერძს ამზადებენ: “ბორანი”, “ტოლმა”, წვნიანი ისევე, როგორც მწნილები და მაჭარი (სასმელი, რომლის დუღილის პროცესი ჯერ არ დასრულებულა).

სოფელ ორჯადან გაიანე კურდოღლიანი ჯერ კიდევ მამისეულ ოჯახში, შემდეგ კი მეუღლის სახლში ძალიან ცდილობდა, რომ ჯავახეთში მიღებული ჭარხლის ღეროებისგან “ბორანის” მომზადების რეცეპტი ესწავლა.

“ამ კერძს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები ამზადებდნენ. მან ჩვენამდე ძველი დროიდან მოაღწია და ჩვენ კიდევ ვუყურებდით და ვსწავლობდით. როდესაც გავთხოვდი, ამ კერძის მზადება შვილებისა და შვილიშვილებისთვის დავიწყე”,- ყვება ბებია გაიანე.

ბებია გაიანეს შვილიშვილები ყველაზე მეტად ჭარხლის დამწიფებას ელიან, რათა ბებიას “ბორანის” მომზადება სთხოვონ.

“ბორანი” მზადების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გემრიელი კერძია, რომელიც სპეციალურ ინგრედიენტებს არ მოითხოვს.

წარმოგიდგენთ “ბორანის” ინგრედიენტებს:

დაგჭირდებათ ჭარხალი, მარილი, მცენარეული ზეთი ან კარაქი და კვერცხი.

მომზადების წესი:

ზედმიწევნით ვრეცხავთ ჭარხლის ფოთლებს, შემდეგ ვხარშავთ. როგორც კი ფერი შეეცვლება ვწურავთ. ტაფაზე მცენარეულ ზეთს ან კარაქს ვადნობთ, შემდეგ უკვე დაწურულ ჭარხლის ფოთლებს ვჭრით და ვბრაწავთ. კვერცხს პატარა ჯამში ვტეხავთ, ვამარილებთ, ვთქვებთ და ჭარხალს ფოთლებს ვასხავთ. როდესაც კვერცხი შეიწვება- კერძი მზად არის. ჯავახეთში “ბორანის” მაწვნითა და ნივრით მიირთმევენ.