ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამით 1 838 426 ლარის ოდენობის ორი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაიწყებენ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ორ ინფრასტრუქტურულ პროექტზე კონკურსი 13 იანვარს გამოცხადდა- სოფლის გზების ასფალტირება.

პირველი პროექტი- განძისა და ფოკის გზების ასფალტირება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ორივე მონაწილესათვის 726 539 ლარი გამოყო. სოფელი განძის ასფალტირება — 215 445 ლარი, ფოკის ასფალტირება- 511 094 ლარი.

მეორე პროექტი- დიდი ხანჩალიდან პატარა ხანჩალიმდე გზის ასფალტირება. თანხა 1 111 887 ლარს შეადგენს.

ორივე ტენდერი გამოცხადებულია 13 იანვარს, განაცხადის მიღების ვადა 4 თებერვალს იწურება.
ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები 90 კალენდრულ დღეში უნდა შეასრულოს. ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, ყველაფრის დასრულების შემდეგ,შესრულებული სამუშაოების გარანტია 3 წემი იქნება.

პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს სახსრებით ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5%-ის
თანადაფინანსებას მიიღებენ, ხოლო 95%- ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან.