Armenian      Russian

იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ შეიძლება ჩაერთოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველო, რამ შეიძლება საქართველოს სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირებას პროვოცირება გაუწიოს, როგორ არის დაკავშირებული სერბეთი, საქართველო და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. ამის და სხვა მრავალის შესახებ საუბრობს ექსპერტი, პოლიტოლოგი გელა ვასაძე.

შეძლებს თუ არა საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საკუთარ ტერიტორიაზე გადატანას აერიდოს?

– სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლა ომია, და ეს ომი დღეს არ დაწყებულა. ეს ომი ტოტალურ ხასიათს ატარებს. ბევრი თვლის, რომ ომია როდესაც ისვრიან, მაგრამ სროლა აუცილებელი არ არის. ომი ინფორმაციულ სივრცეში, საგარეო პოლიტიკის სივრცეში და კიბერ-სივრცეშიც მიმდინარეობს. ახლა ძალიან პოპულარულია, მათ შორის, ომი სხვა ტერიტორიაზე- აი ეს დაპირისპირებები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში სომხური და აზერბაიჯანული დიასპორების წარმომადგენლებს შორის ხდება. ამასთანავე, ბევრი მათგანი არ არის არც აზერბაიჯანის, არც სომხეთის მოქალაქე, და მათთან კავშირი არც აქვს.

ახლა, რაც შეგვეხება ჩვენ და ჩვენს ვითარებას. ერთის მხრივ, მე ოპტიმისტი ვარ, რადგან კარგად ვიცი საქართველოში სომხებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთობა. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, უფრო მეტიც- ეს, ალბათ, უარტოფითიცაა, მაგრამ მე ამას ვიტყვი- სომხები და აზერბაიჯანელები აქ ერთმანეთს უფრო კარგად ექცევიან, ვიდრე ორივე ერთად ქართულ მოსახლეობას, თუმცა უნდა ითქვას, რომ საამისოდ აქ სხვა მიზეზებიც არის, ასე ვთქვათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების ისე დანგრევა, რომ ამან სისტემური და ტოტალური ხასიათი ატაროს, საკმაოდ რთულია. მაგრამ ჩვენი სპეცსამსახურების სისუსტის გათვალისწინებით, რომლებმაც ამ ყველაფრის აღმოფხვრისათვის ძალიან სერიოზულად უნდა იმუშავონ, ვთვლი, რომ პროვოკაციები შესაძლებელია, და უფრო მეტიც. სპეცსამსახურები არ აკეთებენ იმას, რაც მათი გასაკეთებელია. და თუკი აკეთებენ, მაშ ძალიან ზერელედ აკეთებენ. პროვოკაციების აღმოფხვრას ჩვენ ნამდვილად ვერ მოვახერხებთ, ვერც სპეცსამსახურები მოახერხებენ.

ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც ყურადღება მინდა გავამახვილო. მნიშვნელოვანია არა პროვოკაციები, რომლებიც შეიძლება იყოს, არამედ საზოგადოების რეაგირება და ამ პროვოკაციაზე საქართველოს როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი მოქალაქეების საზოგადოებრივი აზრის ლიდერთა მოსაზრება. მე აღარ ვსაუბრობ მონაწილეობაზე. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საზოგადოებრივი აზრის ლირებიდან ერთ-ერთმა საქართველოს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ამაში მონაწილეობა მიიღოს. თუკი ეს მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორმა დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს. არ ვსაუბრობ უკვე სამართალდამცავ სისტემაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მტერი და მოყვარე არ იყოს, ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ და აქ კონფლიქტის მხარეები არ არიან.

ამას წინათ აზერბაიჯანელი ეროვნების წარმომადგენლები ქალაქ სადახლოში სომეხი ეროვნების მოქალაქეს დაესხნენ თავს, ეს შემთხვევა მაშინვე ჩაახშეს. აქამდე მარნეულში იყო მიტინგები, მიტინგი იყო ახალქალაქშიც, სადაც აქციის მონაწილეები ნეიტრალიტეტს და საქართველოს კონფლიქტისგან შორს ყოფნას ითხოვდნენ… რამდენად რეალურია მომავალში სიტუაციის გამწვავების აღკვეთა?

– რაც შეეხება აქციებს, მათი ჩატარება შეუძლია ორივე მხარეს, ამაში არაფერი ისეთი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მათ ერთი რამ გაითავისონ. საქართველო- თავისუფალი ქვეყანაა, და აქციების ჩატარება შეუძლია ნებისმიერს ვისაც და როგორც მოუნდება. თუკი აქციას საქართველოს სომხური ეროვნების მოქალაქეები სომხეთის მხარდასაჭერად მართავენ, რა საჭირო, რომ იქვე ჩაატარონ კონტრაქცია საქართველოს აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეებმა, ან პირიქით. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ისტორიულ სამშობლოს სოლიდარობა სხვადასხვა ადგილიდან გამოუცხადოთ, და ამაში ცუდი არაფერია. და აქაც უნდა იმუშავონ სამართალდამცავებმა. ამის გაკეთება ხომ მარტივია. მე მუშაობის მეთოდები ვიცი. გააფრთხილონ ლიდერები, რომ დიდი პრობლემები ექნებათ, თუ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას დაიწყებენ. ან შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ- ვინც დაიწყებს, იმას ექნება პრობლემები. აქ საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიცი, რა პროფილაქტიკური სამუშაო ტარდება. ვიმედოვნებ, რომ ის საერთოდაც ტარდება. რაც შეეხება ადამიანის ცემას – ეს დანაშაულია, და ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ.

საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის გადატანაზე საუბრისას, რომლის ფოტოებიც აზერბაიჯანულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ესაც არის კონფლიქტში საქართველოს ჩართვის მცდელობა?

– პირველ რიგში, აქ ბევრი რამ გაურკვეველია. მეორე, ბევრი რამ არის, რაც საქართველოს ხელისუფლებას ეხება, და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არ ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანსაც კი. ლაუნჩერებზე საუბრისას, იქ ორი ქეისია. და გაურკვეველია, ამათ ერთად რატომ აერთიანებენ.

პირველი ქეისი- ბევრი შეკითხვა. ეს ლაუნჩერები “გრადის” სისტემის იყო, ისინი რუსეთიდან იყო? რუსეთის წარმოების იყო თუ არა? თუკი ისინი რუსეთიდან იყო და საქართველოს ტერიტორიაზე გაიარეს- ეს საქართველოს კანონის დარღვევაა. თუკი ისინი რუსეთიდან არ იყო, ვთქვათ ბულგარეთიდან ან იმავე სერბეთიდან, და მათზე შესაბამისი სერტიფიკატები იყო, თითოეულ სამხედრო ტრანზიტზე იყო თავდაცვის სამინისტროს, ნებისმიერი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ნებართვა, მაშინ რაზეა საუბარი? უკანონოა მხოლოდ ტრანზიტი რუსეთიდან, თან ისაც სახმელეთო. საჰაერო ტრანზიტი რუსეთიდან ჩვენი კანონით შესაძლებელია.

ახლა მეორე მომენტი. სულ სხვა ქეისი- ეს სერბეთის იარაღია. თუკი სერბეთმა სომხეთს იარაღი ოფიციალურად მიყიდა, და ამაზე შესაბამისი დოკუმენტაცია ექნებოდა, მაშინ პრობლემები კვლავ არ იქნებოდა. მათ თქვეს: “დიახ, იარაღი სომხეთში გავყიდეთ, და ეს თოფები იყო”. საუბარია იმაზე, იყო თუ არა იარაღის არალეგალური მიწოდება, და თუკი ეს ასეა, ტესიჩი (პირი, რომელიც ინფორმაციაშია ნახსენები-რედ.) აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება, მაშინ ჩვენს ხელისუფლებას უკვე ამერიკელებთან აქვს დიდი პრობლემები. არ ვიცი, თუ იყო იარაღის გადატანა და არც იციან ადამიანებმა, ვინც უშუალოდ ამას უკავშირდებიან. თუკი ეს სპეციალურად იყო გაკეთებული, მაშასადამე იმისათვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას დასდონ ბრალი.

ასევე გაურკვეველია, რატომ უნდა გადაიტანო იარაღი ფოთიდან, თუკი ქართული სამხედრო გზიდან ღიად გადატანა შეგიძლია. ამ შემთხვევაში, ფოთიდან გადაიტანეს, რათა ფოტო გადაეღოთ და გაეშუქათ. ტესიჩის კავშირის თაობაზე, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ის გაკეთდებოდა, რათა შემდეგ ეს შეთანხმება გაეცათ. ამის ორგანიზება არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს და არც საქართველოს არ შეუძლია. მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურს აქვს მსგავსი მასშტაბის ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა, რადგან რამდენადაც არ უნდა მოითხოვოს სომხეთმა საქართველოს გავლით იარაღის არალეგალური გადატანა- ვთქვათ, რომ იყო ასეთი თხოვნა- საქართველო ამას არ დასთანხმდებოდა. მაგრამ რუსეთს გავლენის მოხდენა შეეძლო. ეს ყველა შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ზიანს აყენებს. თუკი ასე იყო, საქართველოს ხელისუფლებას დიდი პრობლემები აქვს.

დიდხანს თუ გაგრძელდება სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამწვავება?

– გამწვავება- არა. ჩემი დაკვირვებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო ქმედებები ამ ომის მთავარი შემადგენელი ნაწილი არ არის. სამხედრო ქმედებები ინფორმაციული, პოლიტიკური და სხვა სახის ომის ბაზას წარმოადგენს.