დღეს დაახლოებით 11:00 საათზე ახალქალაქი-ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზარალებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს შეეჯახა “გაზელ” მარკის სატვირთო მანქანა და ტვირთის გადამზიდი მანქანა. დაზარალებულებს, რომლებმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის უმნიშვნელო ტრავმები მიიღეს, აუცილებელი პირველადი დახმარება გაუწიეს. მსხვერპლი არ არის. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და პოლიციელები.

როგორც შსს-დან JNEWS-ს შეატყობინეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, და ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.