ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხორენიაში ისევ გადაადგილდებიან ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანები, ამით ისინი ზიანს აყენებენ სოფლის გზას და სათეს მიწებს.

დღეს, 21 ივლისს, სოფელ ხორენიას მოსახლეობა კვლავ გამოვიდა პროტესტით. ისინი უკმაყოფილონი არიან, რომ მათი სოფლის გავლით გადაადგილდებიან დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, რომელსაც კარიერებიდან ქვიშა მიაქვთ, რომლის შედეგადაც სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივი მტვერია, ასევე ფუჭდება გზა.

სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ ქვიშით დატვირთულმა სატვირთო მანქანებმა შემოვლითი გზით ისარგებლონ, რათა სოფლის გზა არ გააფუჭონ და სოფლის მოსახლეობამ სუფთა ჰაერის სუნთქვა შეძლოს.

როგორც გრიგორ კარაპეტიანი ამტკიცებს, ამ გზის გასწვრივ, რომელიც კარიერამდე მიდის, მას რამდენიმე ჰექტარი კარტოფილი და მარცვლეული უთესია, და მტვერის გამო თითქმის მთლიანი მოსავალი გაუფუჭდა.

მასის ვარდანიანის თქმით, აღნიშნული პრობლემა უკვე 15 წელზე მეტია არსებობს, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას.

«არაერთხელ მივმართეთ მერია, მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ მოუგვარებელია»,- ამბობს მასის ვარდანიანი.

«ჩვენ სოფლის გავლით სატვირთო მანქანების გადაადგილების პრობლემის გამო უკვე მოთმინების უნარი დავკარგეთ. გზა და ხიდი უკვე დანგრეულია, ახლა უკვე მარცვლეულისა და კარტოფილის მიწების რიგია»,- ამბობს სოფლის მცხოვრები.

ადგილზე ჩვენი ხანმოკლე ყოფნის დროს, ერთი გამვლელი სატვირთო მანქანის მიერ ამტვერებული ჰაერი სანამ იწმინდებოდა, რომელიც ხილვადობას გვიფარავდა, სხვა მოსდევდა, და ასე მიყოლებით.

მოსახლეობა ამბობს, რომ თუკი ეს საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ისინი მზად არიან უკიდურეს ზომებს მიმართონ.